
ფოტოგრაფი
გიორგი ნაცვლიშვილი
23 ფოტო·15 სახეობა
გიორგი ნაცვლიშვილი — ბუნების გიდი და ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოს ველური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების შესწავლით არის დაინტერესებული. 2017 წლიდან პროფესიონალურად უძღვება ბუნებაზე ორიენტირებულ ტურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ფოტოგრაფიის საშუალებით გიორგი წლების განმავლობაში აფიქსირებს საქართველოს ფაუნასა და ბუნებრივ გარემოს. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია სამეცნიერო ნაშრომებსა და საქართველოს ველური ბუნების გზამკვლევში. განსაკუთრებით დაინტერესებულია სახეობების კონსერვაციით, ბუნების შესახებ ცნობიერების ამაღლებითა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების უკეთ შესწავლით.
