შინაარსზე გადასვლა
Reptiles
დინიკის გველგესლა კავკასიონის კლდოვან ჰაბიტატში

გველები საქართველოში

გველები საქართველოში — სრული გზამკვლევი სახეობების კატალოგით, რისკის დონეებითა და თითოეული გველის სრული პროფილით.

22

გველი ატლასში

5

ოჯახი

7

შხამიანი სახეობა

კატალოგი

22 გველი ატლასში

თითოეული ჩანაწერიდან შეგიძლია გახსნა სახეობის სრული პროფილი, სადაც მოცემულია ქართული და სამეცნიერო სახელი, რისკის დონე, მოკლე აღწერა და გავრცელების ინფორმაცია.

შხამიანი გველები საქართველოში — 7

საქართველოს შხამიან გველებს შორისაა გიურზა, დინიკის, კავკასიური, ცხვირრქოსანი, დარევსკის და ველის გველგესლები. მათ შესახებ სრული ინფორმაცია შხამიანი გველების ცალკე გზამკვლევშია თავმოყრილი.

კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) დასავლეთი საქართველო
06საშუალო რისკი

კავკასიური გველგესლა

Vipera kaznakovi

კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) შხამიანი გველია, რომელიც საქართველოში ძირითადად დასავლეთის ნოტიო კოლხურ ტყეებსა და შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარე ზონებში გვხვდება. ზრდასრული ჩვეულებრივ დაახლოებით 45–60 სმ სიგრძისაა. აქვს შედარებით მსხვილი სხეული, ვერტიკალური გუგა და ხშირად მკვეთრი წითელ-ნარინჯისფერი შეფერილობა.

აფხაზეთი · სამეგრელო — ზემო სვანეთი · გურია +5

სრული პროფილი

მცურავები — 4

წენგოსფერი მცურავი, სახეებიანი მცურავი, კატისთვალა და ესკულაპის მცურავი უშხამო გველებია, რომლებიც ზოგჯერ შხამიან სახეობებში ერევათ.

უშხამო — 11

საქართველოში გავრცელებული გველების უმეტესობა ადამიანისთვის საშიში არ არის. ამოცნობისას მხოლოდ ფერს ნუ დაეყრდნობი — სახეობის პროფილებში ნახავ გარეგნობის ნიშნებს, ჰაბიტატსა და გავრცელების ინფორმაციას.

გზამკვლევი

საქართველოს ყველა გველი ერთ გიდში

აქ თავმოყრილია ატლასში წარმოდგენილი საქართველოს გველები — შხამიანი და უშხამო სახეობები, ამოცნობის ნიშნებით, გავრცელებითა და სრული პროფილების ბმულებით.

ზოგი უშხამო გველი გარეგნულად შეიძლება გველგესლას ჰგავდეს. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადი შხამიანი გველების გზამკვლევზე, ეზოში გველის აღმოჩენის პრაქტიკულ გიდზე ან კონკრეტული სახეობის პროფილზე, სადაც ნახავ ფოტოებს, ამოცნობის ნიშნებს, ჰაბიტატსა და წყაროებს.

სხვა კატეგორიები

გააგრძელე სხვა კატეგორიებში

თითოეული კატეგორია შესაბამის სახეობებს ერთ გზამკვლევ გვერდზე აერთიანებს, საიდანაც შეგიძლია კონკრეტული გველის სრულ პროფილზე გადასვლა.

ხშირი კითხვები

რას ეძებენ გველებზე

მოკლე პასუხები — დეტალური ინფორმაცია სახეობის გვერდებზეა.

ამ ატლასში თავმოყრილია საქართველოსთვის დადასტურებული ან შესაბამის ჩამონათვალებში შეტანილი გველების პროფილები. სახეობების ზუსტი რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს ტაქსონომიური ცვლილებებისა და ახალი დადასტურებული მონაცემების მიხედვით, ამიტომ გვერდზე ყოველთვის მიმდინარე კატალოგია წარმოდგენილი.

სამედიცინო მნიშვნელობის მქონე შხამიანი გველები ცალკე გზამკვლევშია თავმოყრილი. საქართველოს გველების უმეტესობა უშხამოა, ამიტომ უცნობი გველი შეცდომით არ მოკლა — დაიცავი დისტანცია და შეადარე სახეობის ნიშნები პროფილებს.

ზოგ გველგესლას ვერტიკალური გუგა და შედარებით ფართო, სამკუთხა თავი აქვს, მაგრამ ეს ნიშნები ყველა შემთხვევაში საკმარისი არ არის. უფრო სანდო ამოცნობისთვის გაითვალისწინე სხეულის სხვა ნიშნები, ჰაბიტატი და გავრცელების რეგიონი.

საქართველოს გველები მრავალფეროვან გარემოში გვხვდება — ტყეებიდან და მაღალმთიანი ზონებიდან აღმოსავლეთის მშრალ ლანდშაფტებამდე. კონკრეტული სახეობის გავრცელება შეგიძლია ნახო მის პროფილსა და რეგიონების ატლასში; ერთი სახეობა ხშირად რამდენიმე რეგიონში გვხვდება.

ნუ შეეხები, შეინარჩუნე მანძილი და გაიარე გვერდით. ნაკბენისას დარეკე 112-ზე და ნახე ნაკბენის გიდი. თუ გველი ეზოშია ნახე ეზოს გიდი.

შემდეგი ნაბიჯი

გველიდან პროფილამდე — შემდეგ რეგიონამდე

აირჩიე სახეობა სიიდან. რეგიონული რუკები გეხმარება ადგილის მიხედვით.

სიახლეები

დაკავშირებული სიახლეები

ყველა სიახლე